გორის აგრარული ბაზარი “გეორგია XXI” გაიხსნა
გორში ყველაზე დიდი აგრარული ბაზარი – „გეორგია XXI“ გაიხსნა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ბაზრის ადმინისტრაციამ და მოვაჭრეებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოსგან რეკომენდაციები კიდევ ერთხელ მიიღეს.
“სეს-ის მოთხოვნით სავაჭრო ობიექტზე მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები და სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები.
COVID 19-ით დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით, ბაზრის ადმინისტრაციის ვალდებულებაა, მკაცრად გააკონტროლოს მომხმარებელთა ნაკადი და დადგენილი წესების დაცვა.
განხორციელდეს ასევე სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის ინტენსიური დეზინფექცია.
მოვაჭრეები პირბადისა და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან
გორის ბაზარი „გეორგია XXI “ 4 აპრილის შემდეგ დახურულია”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.