აჭარაში 350 კვლევიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა

აჭარაში 350 კვლევის პასუხიდან კორონავირუსზე ყველა უარყოფითია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” “მედალფას” კლინიკაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოში დღის ბოლომდე კიდევ 30 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებულ პირებს, ბათუმის “ცხელების ცენტრიდან” დღეს ორი პაციენტი გაეწერა.

ბოლო მონაცემებით, ბათუმის “მედალფას“  კლინიკაში კორონავირუსზე 15 პაციენტი მკურნალობს. საერთო ჯამში,  აჭარაში 71 ადამიანს დაუდასტურდა “კოვიდ19”, აქედან 42 გამოჯანმრთელდა. საკარანტინე სივრცეში ამ დროსითვს,  1431 პირი იმყოფება. სივრცე უკვე დატოვა 5155-მა ადამიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები