ოკუპირებული აფხაზეთიდან ქუთაისის “ცხელების ცენტრში” გადაყვანილ ორსულს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ქუთაისში კლინიკა “ბომონდის”ცხელების ცენტრში 43 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გუშინ, საღამოს ე.წ. სასაზღვპ ზოლიდან გადაიყვანეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”კლინიკიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქალი დაახლოებით, 33-34 კვირის ორსულია. სამედიცინო დაწესებულებაში შემოყვანის მომენტში მას მაღალი არტერიული წნევა და სისუსტე აღენიშნებოდა.
“მოხდა წნევის დასტაბილურება. ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები და ქალი მოთავსდა ორსულთა პათოლოგიის განყოფილებაში შემდგომი მკურნალობის მიზნით. მიმდინარეობს დინამიური მეთვალყურეობა ორსულსა და ნაყოფზე. გაურკვეველი ეპიდანამნეზის გამო, პაციენტს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი და შედეგი უარყოფითია,” – აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი მამუკა მიქაძე.
ამ დროისთვის კლინიკა “ბომონდის” ცხელების ცენტრში ორი საეჭვო სიმტომების მქონე პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.
შეგახსენებთ, იმერეთში ბოლო დღეების განმავლობაში Covid19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსზე ხუთი პაციენტი ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს, მათგან არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. კლინიკას ჯამურად 35 კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.