თეთრიწყაროში covid19-ის საინფორმაციო კამპანია გრძელდება
COVID 19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თეთრიწყაროში საინფორმაციო კამპანია გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
ამჯერად, მოხალისეებმა ქალაქ თეთრიწყაროსა და სოფელ ჯორჯიაშვილის მოსახლეობას საინფორმაციო ფლაერები გადასცეს, სადაც კარანტინის წესები და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები დეტალურადაა განმარტებული.