ახალციხის საბავშვო ბაღები მუშაობას ვიდეოგაკვეთილებით აგრძელებენ – “რეგიონული კვირის” სიუჟეტი (ვიდეო)

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მრავალი რამ რადიკალურად შეიცვალა. ვირუსთან ბრძოლის პარალელურად, თითქმის ყველა ქვეყანაში სხადასხვა პრობლემამ იჩინა თავი. მათ შორისაა განათლების სისტემაც. სტუდენტებს, მოსწავლეებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს დისტანციურად, ონლაინსწავლების მეთოდზე გადასვლა მოუწია.

ისევე, როგორც მთელზ საქართველოში, ახალციხეშიც, კორონავირუსის გამო, ადრეული და სკოლამდელი განათლების მიღების ხერხები და მეთოდები შეიცვალა. ბაღების გაერთიანებამ ალტერნატიული სწავლების გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც პედაგოგები ვიდეოგაკვეთილებს იღებენ და ასე აკეთებინებენ აღსაზრდელებს სხვადასხვა შემეცნებით აქტივობას. “რეგიონული კვირა” დაინტერესდა, თუ რა პრობლემის წინაშე დააყენა პანდემიამ ახალციხელი პატარები, მათი მშობლები და საბავშვო ბაღის პედაგოგები.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები