ქუთაისში საკვები პროდუქტების დარიგება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისთვის გრძელდება
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა ვაკისუბნისა და სულხან-საბას მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან ერთად რამდენიმე ოჯახში სასურსათო ამანათი მიიტანა.
როგორც “რეგიონულ კვირას” ქუთაისის მერიიდან აცნობეს, თითოეული ოჯახისთვის 250 ლარის ღირებულების პროდუქტი შპს „ამბიკონ სტილსმა“ საკუთარი ინიციატივით შეიძინა.
“კერძო კომპანიების თანადგომით, დღემდე ბევრ ჩვენ თანაქალაქელს დავეხმარეთ. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა პანდემიასთან ბრძოლის პირველივე დღიდან განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს იმ ადამიანების და ოჯახების მიმართ, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა და მათ პირველადი მოთხოვნის საკვებით პერიოდულად ამარაგებს“, – განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა.
სასურსათო ამანათები, ამჯერად, ავანგარდის დასახლებაში მცხოვრებმა ოჯახებმა მიიღეს.