ირაკლი ბერაია: კუბილიუსის წერილი ჩვენ მიერ აღქმულია, როგორც პირდაპირი მოწოდება, რომ ხელისუფლების მხრიდან მოხდეს ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩვენთვის მიუღებელია

ანდრიუს კუბილიუსის წერილი ჩვენ მიერ აღქმულია, როგორც პირდაპირი მოწოდება, რომ ხელისუფლების მხრიდან მოხდეს ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩვენთვის მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ევროპარლამენტის წევრის, ანდრიუს კუბილიუსის ღია წერილს, რომლითაც მან საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.
მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევა კანონის უზენაესობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„ანდრიუს კუბილიუსის მიერ მის წერილში კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე საუბარი ჩვენ მიერ აღქმულია როგორც პირდაპირი მოწოდება, რომ ხელისუფლების და მმართველი პარტიის მხრიდან მოხდეს ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩვენთვის არის გაუგებარი, მიუღებელი და ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპებს”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები