ცაგერში, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს სასურსათო პაკეტები გადაეცათ

დევნილთა , ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს  დირექტორმა – ბესარიონ სვიმონიშვილმა,  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულთან – არჩილ ჯაფარიძესთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან – ავთანდილ უგრეხელიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე – გოგიტა გუგავასთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა 29 ოჯახს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 30.000 არ აღემატება, დახმარების პაკეტები გადასცა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

როგორც ბესარიონ სიმონიშვილი “რეგიონულ კვირასთან“ განაცხადა, დევნილთა , ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების სტრუქტურა, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის ჰუმანურ აქციას და მათი დახმარების გაწევას აგრძელებს.

“ჩვენ, ამ ეტაპზე, ვეხმარებით იმ დევნილებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 30.000 ზე ნაკლებია. დღეს, ამ მისიით ცაგერის მუნიციპალიტეტში ვიმყოფებით,შევხვდით დევნილებს, გავეცანით მათ საჭიროებებს, გადავეცით პაკეტები. არის გარკვეული სირთულეები, მათ შორის, მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, დასაქმების პრობლემებია”, -განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

დევნილთა სააგენტოს წარმომადგენლების მიერ, იძულებით გადაადგილებულ პირებს განემარტათ სხვადასხვა პროგრამები, აქციები , ბინათმშენებლობისა და ამხანაგობის ჩამოყალიბების რეკომენდაციები. სამინისტროს წარმომადგენლები დევნილებს მათი  პრობლემების ერთობლივად გადაჭრას შეჰპირდნენ.

მხარის რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა.

“დევნილებს ის საინტერესო პროგრამები გავაცანით,რომელსაც სახელმწიფო ამ მიმართულებით ახორციელებს. გავეცანით იმ საცხოვრებელ გარემოსა და პირობებს, რა პირობებშიც უწევთ მათ ცხოვრება. გულწრფელი და ღია საუბარი შედგა, გადაეცათ დახმარების პაკეტები. ჩვენი სახელმწიფო ზრუნვას დევნილებზე  მუდმივად აგრძელებს და რამდენიმე წელიწადში, ალბათ უმეტეს გამოწვევას დავძლევთ ამ მიმართულებით“,- განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი – პამილა მუშკუდიანი, „რეგიონულ კვირასთან“ ამბობს, აღნიშნული დახმარება ძალიან სჭირდება ოჯახებს, რადგან საქართველოში პანდემიის ფონზე, ბევრი დევნილი უმუშევარი დარჩა.

“მე სურსათის მაღაზიას ვამუშავებ და თავი ამითი გამაქვს,მაგრამ აქ არიან ოჯახები, რომლებსაც ეს დახმარება ძალიან სჭირდებათ. ჩვენთან დღეს სტუმრად სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და მათ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებული პირების  საჭიროებები გავაცანით“,-განაცხადა პამილა მუშკუდიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები