ამბროლაურის მერი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ასლან საგანელიძე ამბროლაურის საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდნენ.  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ამბროლაურის  მერმა ექიმებს კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში განსაკუთრებული მონაწილეობისა და თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, 9000-მდე ადამიანია გამოკვლეული და არცერთ მათგანს  კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოვლენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები