ბოლნისში, ეთნიკური უმცირესობებისთვის კორონავისურის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. კამპანიაში მონაწილეობა დღეს ბოლნისის მერმა, დავით შერაზადიშვილმა მოხალისეებთან ერთად მიიღო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში კორონავირუსის შესახებ აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა დარიგდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოხალისეებთან ერთად, COVID-19-ის შესახებ აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო პლაკატები ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში გააკრა.

პლაკატებზე კორონავირუსის გადაცემის გზებისა და თვითიზოლაციის წესების შესახებ ყველა საჭირო ინფრომაციაა განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები