ზელენსკი უკრაინიდან საქართველოში ელჩის დაბარების საკითხს გამოეხმაურა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით თბილისის მიერ უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციისთვის დაბარების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ელჩის გაწვევა შეცდომაა.
“საქართველოსა და უკრაინის შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, კიევი საკუთარ ელჩს არ გაიწვევს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
სააკაშვილი თანამდებობაზე 7 მაისს დაინიშნა.
როგორც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს.