სამეგრელო-ზემო სვანეთში 123 ანალიზიდან 94 უარყოფითი პასუხი მიიღეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, NCDC სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების მიერ რეგიონის მასშტაბით, კვლევაზე სულ 123 ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა, აქიდან 94-ის პასუხი უარყოფითია. 29 ანალიზის პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეს – ამ დროითვის, 78 პირია მოთავსებული.

რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 168 პირი რჩება თვითიზოლაციაში, ხოლო თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო მეთვალყურეობა 899 პირს მოეხსნა.

8 მაისის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში, გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, ე.წ. საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის ოთხი პირი დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები