საგარეჯოში ექთნის ოჯახის წევრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

საგარეჯოელი ექთნის ოჯახის წევრებსა და კონტაქტში მყოფი გამოკვლეულ სამედიცინო პერსონალს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანლის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, თუ დაინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი პირების ყველა ნიმუშის ანალიზი უარყოფითი აღმოჩნდება, ეს არა კახეთის შემთხვევა, არამედ გარე წყაროსთან დაკავშირებული შემთხვევა იქნება.

“თუ ყველა კონტაქტი, რაც მოვიძიეთ საგარეჯოში, იქნება უარყოფითი, ეს არ იქნება კახეთის შემთხვევა, ეს იქნება გარე წყაროსთან დაკავშირებული შემთხვევა”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტლის” ექთანს, რომელიც, პარალელურად, “ბოჭორიშვილის” კლინიკაში მუშაობს, კოვიდ-19 ლაბორატორიულად, პსრ ტესტით დაუდასტურდა. საგარეჯოში გამოკვლეულია 16 კონტაქტი, ხოლო ბოჭორიშვილის კლინიკაში ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 21 მედიკოსის პასუხი კოვიდ 19-ზე დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები