ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს

ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკას დღეს კიდევ ერთი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული დატოვებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, კლინიკაში ერთი ახალი საკვლევი პაციენტია თვითდინებით შესული, Covid 19-ის დიაგნოზით კი ექვსი პაციეტი განაგრძობს მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კლინიკას, ჯამურად, 34 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

შეგახსენებთ, იმერეთის მასშტაბით, კორონავირუსის ახალი შემთხვევა მეშვიდე დღეა, არ გამოვლენილა. ქუთაისის ლაბორატორიაში Covid19-ზე გაკეთებული 236 ნუმუშიდან ყველა უარყოფითია. რეგიონში კარანტინში 215 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები