სისხლის უანგარო დონაციის აქციას “ქართული ოცნება” ზესტაფონში შეუერთდა (ვიდეო)

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას ‘”გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციაც შეუერთდა. აქციაში მონაწილეობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადგილობრივი თვითმართველობის სხვა წარმონადგენლებმა მიიღეს.
ზესტაფონის მერის, გიორგი გოგლიჩიძის თქმით, მსგავსი უანგარო აქცია მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში სისხლის დეფიციტი არ შეიქნმას.

“იმ ინიციატივას, რომელიც მმართველმა პარტიამ შემოგვთავაზა, შეუერთდა ზესტაფონის მერია და საკრებულო. მასში ჩართულია როგორც პარტიის აქტივი და ბირთვი, ასევე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები. ინიციატივა არის “გაიღე სისხლი და გადაარჩიე სიცოცხლე”, ამით ყველაფერია ნათქვამი. მინდა, ყველა დონორს მადლობა გადავუხადო. ეს აუცილებელია, როდესაც შეიქმნა სისხლის დეფიციტი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ჩატარდა მსგავსი ღონისძიებები”, – აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.

“ჩვენთვის ადამიანების სოცოცხლე და ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი აქციით საშუალება გვეძლევა, მცირეოდენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში და გადავარჩინოთ სიცოცხლე. მნიშვნელივანია, რომ “სისხლის ბანკს” ჰქონდეს შესაბამისის რეზერვები საჭიროებისამებრ. მოვუწოდებ ყველას, ჩაერთონ ამ აქციაში და გადაარჩინონ სიცოცხლე”, – განაცხადა ზესტაფინის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ.

შეგახსენებთ, სისხლის უანგარო დონაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები