კვირაზე მეტია, აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა

ერთ კვირაზე მეტია, რაც აჭარაში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ლაბორატორიულად ჩატარებული 292 კვლევიდან  ყველა უარყოფითია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს – ბათუმის ე.წ. ცხელების კლინიკიდან გუშინ 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.
ამ დროის მონაცემებით, ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკაში კორონავირუსზე 15 პირი მკურნალობს.

ჯამურად, აჭარაში,  Covid-19 70-ზე მეტი პირის დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 40, ხოლო გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები