მარტვილის აგრარული ბაზარი გაიხსნა

მარტვილის აგრარული ბაზრის შესასვლელში მოქალაქეთა თერმოსკრინინგი ხორციელდება, გამიჯნულია შესასვლელი და გამოსასვლელი, ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებლები პირბადით გადაადგილდებიან, ყველა ავტომობილს დეზინფექცია უტარდება.
რეკომენდაციების დაცვის მონიტორინგს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ახორციელებენ და მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
ბაზარში არსებულ მდგომარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილე – აკაკი ხუნწელია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ალექსანდრე ახვლედიანი ადგილზე გაეცნენ.
სავაჭრო ობიექტის გახსნის გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში იქნა მიღებული.
აღსანიშნავია, რომ მარტვილის აგრარულ ბაზარში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სადეზინფექციო სამუშაოები, ასევე, განხორცილდება დიდი ჭყონისა და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ აგრარულ ბაზარში. აღნიშნულ ბაზრები ფუნქციონირებას განახორციელებენ რეკომენდაციების დაცვით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები