ყაზბეგში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთათვის საკვები პროდუქტების გაცემა გრძელდება

ყაზბეგში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთათვის საკვები პროდუქტების გაცემა გრძელდება. სასურსათე კალათები მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებს უკვე მეორედ გადაეცა.
აღნიშნული ღონისძიება ყაზბეგის მერიისა და ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი –  ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესა და ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის დირექტორ ქეთევან გელაშვილთან ერთად სურსათის გაცემის პროცესს ადგილზე გაეცნო.
სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტისგან შემდგარი სასურსათო პაკეტი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის 8 ფილიალის 213 აღსაზრდელს გადაეცა.
პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით ხორციელდება.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია კორონავირუსის პრევენციის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები