ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 50-მა ოჯახმა სასურსათე პაკეტები მიიღო

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესის ჩართულობით, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეების საკვები პროდუქტებითა და პირადი ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფა გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის მერიიდან აცნობეს.

ამჯერად, ქართული ბიზნეს ჯგუფის „სიბიეს-ის” მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 50 ოჯახმა სასურსათე პაკეტები მიიღო. რეგიონის მასშტაბით კი, „სიბიეს ჯგუფის” მხარდაჭერით კომპანიის მიერ შექმნილი სპეციალური სასურსათე პაკეტი 300 ოჯახს დაურიგდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ბიზნეს სექტორთან ერთად, საკვები პროდუქტი 4000 მდე ოჯახს გადასცა. ასევე, კერძო სექტორის ჩართულობით, მედიკამენტები, ბავშვის საკვები და ჰიგიების საშუალებები დარიგდა.

საკვები პროდუქტი, აგრეთვე, გაიცა 4280 საბავშვო ბაღის აღსაზრდელზე. მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროცესი გაგრძელდება მაისის თვეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები