ენზელ მკოიანის ადვოკატი ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ახალ ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს

დეპუტატ ენზელ მკოიანის ოჯახის ადვოკატმა სასამართლო საქმიდან ამოღებული რამდენიმე ექსკლუზიური ვიდეოკადრი გაავრცელა, სადაც მისი თქმით, კარგად ჩანს , 26 მარტს , ახალქალაქში მომხდარი გახმაურებული ფაქტის ახალი დეტალები.

კერძოდ, როგორ ესვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან სამველ პეტროსიანი, დამიზნებით, ენზელ მკოიანს და დაპირისპირების ინიციატორიც და პირველი, ვინც იარაღი ისროლა, სწორედ სამველ პეტროსიანია.

ცნობისთვის, 26 მარტს, ქალაქ ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი “გოლდის” მიმდებარედ, მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს, მოხდა გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან.

აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი – 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობაში ედებათ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები