საგარეჯოში კორონავირუსი ექთანს დაუდასტურდა (ვიდეო)

საგარეჯოში “კოვიდ 19” საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტლის” ექთანს დაუდასტურდა, რომელიც, პარალელურად, ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაინფიცირებული ბოჭორიშვილის კლინიკიდან მორიგეობის შემდეგ საგარეჯოში, “ჯეოჰოსპიტალში” გამოცხადდა და მას PCR ტესტი ჩაუტარდა, რომლის პასუხის მიხედვითაც ექთანს კორონავირუსი დაუდგინდა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ექთანს კონტაქტი ოჯახის წევრებსა და კლინიკის თანამშრომლებთან ჰქონდა.
ამ ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის წარმომადგენლები შესაძლო წყაროს დადგენაზე მუშაობენ.

ცნობისთვის, “კოვიდ 19” სწრაფი და შემდეგ PCR  ტესტით ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმსაც აღმოაჩნდა, თუმცა, ჩაღრმავებული ანალიზების საფუძველზე, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები