საფრანგეთში შაგალის ასლის დაწვა გადაწყვიტეს

ბრიტანელ ბიზნესმენს, რომელმაც მარკ შაგალის ნახატი შეიძინა, რაც მოგვიანებით ორიგინალი არ აღმოჩნდა, პარიზიდან შეატყობინეს, რომ ნამუშევარი უნდა დაიწვას. ბიზნესმენმა ხსენებულ ,,შედევრში“ 100 ათასი ფუნტი (დაახლოებით 160 ათასი დოლარი) გადაიხადა. ნახატის ორიგინალობაში დარწმუნებულმა მარტინ ლანგიმ ის 1992 წელს შეიძინა. ექსპერტებმა ნახატი სპეციალურად ,,ბი-ბი სის“ პროგრამისთვის – “ სიყალბეა თუ სიმდიდრე?“ შეისწავლეს და იგი პარიზში არსებულ შაგალის კომიტეტში გადააგზავნეს. კომიტეტში განაცხადეს, რომ ფრანგული კანონების თანახმად, ნახატი უნდა დაიწვას. თავად მარტინ ლანგი ამ კანონს დრაკონულად მიიჩნევს. მარკ შაგალის კომიტეტი პარიზში მხატვრის შვილიშვილებმა მათი გენიალური წინაპრის რეპუტაციის დასაცავად შექმნეს. თავად მხატვარი1897 წელს ბელორუსიაში დაიბადა და 30 წლის წინ გარდაიცვალა. 63 წლის ბიზნესმენი უძრავი ქონების სფეროში მუშაობს. ითვლებოდა, რომ მის მიერ შეძენილი ნამუშევარი “ შიშველი“ 1909 – 1910 წლებშია დახატული. ბიზნესმენი ფორმალურ პასუხს დღემდე უცდის და მიაჩნია, რომ შეძენილი ნახატი მას უნდა დაუბრუნდეს.1779552_697721633592335_1690090125_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები