თეთრიწყაროში 62 შეჭირვებულ ოჯახს სასურსათე პაკეტები გადაეცა

COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება აქტიურად გრძელდება.  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროცესში, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი.
თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა – გოდერძი ჩანქსელიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ქორიძემ და ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა – ლუსინე დოსტიბეგიანმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამ სოფელში – სამშვილდეში, დაღეთსა და ქოსალარში მცხოვრებ 62 ოჯახს სასურსათო პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადასცეს.
ჰუმანიტარული აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს, საფრანგეთის საელჩოსა და თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ყოველდღიურად თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები