ფოთის “ცხელების ცენტრში” კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით 5 პაციენტი მოათავსეს

ფოთის ჰოსპიტალში მოწყობილ ე.წ. ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომების მქონე ხუთი პაციენტია მოთავსებული, ყველა მათგანს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ფოთის კლინიკის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განუცხადა.
„ჩვენს ჰოსპიტალში იმყოფება 26 წლის ქალი ფოთიდან და 93 წლის მამაკაცი ჭალადიდიდან. ორივე მათგანი უკვე დაიტესტა. მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ცხელების ცენტრში იმყოფება კიდევ სამი პაციენტი. ესენი არიან რვა თვის გოგონა, 32 წლის ქალი და 71 წლის კაცი. სამივე პაციენტი ფოთიდანაა. ყველა მათგანი მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში“, – განაცხადა მიგინეიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტების ნიმუშები კვლევაზე, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გაიგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები