სისხლის უანგარო დონაციის აქციას ვანის ადგილობრივი ხელისუფლებაც შეუერთდა (ვიდეო)

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”  პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ვანის რაიონული ორგანიზაციაც შეურთდა.

მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მნიშვნელოვანია სისხლის გაღება, რათა ქვეყანაში სისხლის დეფიციტი არ შეიქმნას.

“ქართული ოცნების” გუნდი უერთდება ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას სისხლის გაღებასთან დაკავშირებით, რათა დავეხმაროთ ადამიანებს და გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე. დღეს მონაწილეობა მიიღო ჩვენი პარტიიდან, დაახლოებით, 40-მა ადამიანმა. პროცესი მიმდინარეობდა ყველანაირი რეკომენდაციის დაცვით”, – განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

შეგახსენებთ, სისხლის უანგაროდ გაცემა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად ხორციელდება, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები