კახეთში 70 ტესტის პასუხი “კოვიდ 19”-ზე უარყოფითია

კახეთი “მწვანე ზონის” სტატუსს კვლავ ინარჩუნებს. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 82 ნიმუშიდან ცნობილი 70 მათგანის პასუხია და კორონავისრუსზე ყველა უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანლის ინფორმაციით, ნიმუშები აღება როგორც “ცხელების ცენტრებიდან”, ასევე საკარანტინე სივრცეებიდან გრძელდება.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ასევე, ტარდება მიზნობრივი ტესტირებაც, რომელიც ისეთ რისკჯგუფებში მიმდინარეობს, როგორებიცაა ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირები, მოხუცთა თავშესაფრების ბენეციციარები და მათი მომვლელები და საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები.

კახეთის რეგიონში, ამ ეტაპზე, 11 საკარანტინე ლოკაციაზე 560 მოქალაქეა განთავსებული, ხოლო თვითიზოლაციაში 27 პირი რჩება.

საქართველოში კორონავირუსის 615 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა  275 და გარდაიცვალა 9 პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები