შოთა რეხვიაშვილი: მივმართავთ ეპიდემიოლოგებს, რეკომენდაციები გასცენ, რანდენად შესაძლებელია ბოლნისში საკარანტინე რეგულაციების მოხსნა

ქვემო ქართლის რწმუნებული ეპიდემიოლოგებსა და სპეციალისტებს მიმართავს გასცენ რეკომენდაციები, ბოლნისში მიმდინარე სტატისტიკიდან გამომდინარე, რამდენად არის შესაძლებელი საკარანტინე რეგულაციების მოხსნა.

“გვაქვს 9 გამოჯანმრთელების ფაქტი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით, ქვემო ბოლნისში გაძლიერებული ტემპებით კვლევები ჩატარდა. მოგეხსენებათ იქ პირველი საკარანტინე სივრცე იყო მუნიციპალიტეტში შექმნილი. დადასტურებული 6 ფაქტიდან 2 გარდაცვალება იყო, სამწუხაროდ და 4 გამოჯანმრთელებულია. ანუ, დღეის მდგომარეობით, ბოლო დადასტურებული ფაქტი იყო 6 აპრილს და აქედან გამომდინარე დინამიკა აღარ ყოფილა გავრცობისა. ჩვენ მივმართავთ ეპიდემიოლოგებს, რეკომენდაციები გასცენ მოვლენებიდან და გავრცელების დინამიკიდან გამომდინარე, რანდენად შესაძლებელია საკარანტინე რეგულაციების მოხსნა“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თითქმის 48 დღეა, მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები