ქუთაისის ინფექციურ კლინიკას სამი გამოჯანმრთელებული დატოვებს

დღეს ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 3 პაციენტი დატოცებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”კლინიკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კლინიკაში მკურნალობას შვიდი პაციენტი განაგრძობს, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში Covid 19- ზე 7 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთი წუხელ ანაკლიის საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკას სულ  33 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები