აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა მეშვიდე დღეა, არ დაფიქსირებულა

მედალფა

მეშვიდე დღეა, რაც აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლო პერიოდში აღებული 240 ნიმუშიდან ყველას პასუხი Covid-19-ზე უარყოფითია.

ბათუმის “ცხელების კლინიკიდან” გამოჯანმრთელებლების რაოდენობას კიდევ ორი დაემატა.

დღეის მონაცემებით, ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკაში კორონავირუსზე 17 პირი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. უახლოეს დღეებში მედიკოსები გამოჯანმრთელებულების რაოდენობის ზრდას ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები