ლევან ნიკოლეიშვილი: ფაქტი სახეზეა, ფეისბუქმა „ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული გვერდები გააუქმა – ერთ-ერთი მიზეზი კოვიდ 19-თან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაა

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ფეისბუქის მიერ „ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული გვერდების გაუქმებას ეხმიანება.

ექსპერტის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფეისბუქმა ზემოთ აღნიშნული გვერდები გააუქმა, კოვიდ 19-თან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაა.

აქვე, ლევან ნიკოლეიშვილი იხსენებს ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების სპიკერმის განცხადებას, რომლის თანახმად, რუსული პროპაგანდის ნაწილია, სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებაზე განახორციელონ პიარული შტურმი, რომ მათი ქვეყნების ხელისუფლებები ვერ ართმევენ თავს კოვიდ ინფექციასთან ბრძოლას.

„ახლა, რაც არ უნდა იცუნდრუკონ და გადააკეთონ ეს ამბავი, ვაი-ვუი ტელევიზიებმა, რაც არ უნდა კითხვები დასვან, ფაქტი სახეზეა ფეისბუქმა გააუქმა გვერდები, სადაც ხაზგასმულია: 1. პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა” და მასთან აფილირებული სექტები. 2. დაბლოკვის ერთ-ერთი მიზეზი კოვიდ 19-თან მიმართებაში დეზინფორმაციის გავრცელებაა!

უკაცრავად, ხომ არ იცით ეს ვინ განაცხადა “რუსეთის პროპაგანდის მთავარი ამოცანაა ხალხი დაზაფროს ნარატივით, რომ მათი ქვეყნების ხელისუფლებები ეფექტიანად არ ებრძვიან და ვერ იცავენ მოსახლეობას კოვიდ 19-ის საფრთხისაგან” არ მითხრათ ახლა, რომ ამის მთქმელი „ქართულ ოცნებაზე” მუშაობსო… რუსეთს ტერიტორიები თქვენ ჩააბარეთ, ლუგარის ლაბორატორიას და ექიმებს თქვენ ებრძვით, ევროპელებს კოლონიზატორებს ეძახით, პატრიარქს და ეკლესიას თქვენ უტევთ, მოსახლეობას რუსული ნარატივებით უტევთ, დეზინფორმაციას თქვენ ავრცელებთ და კიდევ კითხვები გიჩნდებათ?”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები