ფშაველი-ომალოს დამაკავშორებელ გზაზე ზვავში მოყოლილი მოქალაქის ძებნა გრძელდება
ფშაველი-აბანო – ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქის საძიებო სამუშაოები გრძელდება. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, სამაშველო ოპერაციას რთული მეტეოროლოგიური პირობები აფერხებს. არსებობს ზვავის გამეორებითი ჩამოწოლის საშიშროებაც.
ადგილზე სამძებრო სამუშაოებს 5 სახანძრო – სამაშველო ჯგუფი, ჰიდროლოგებთან ერთად ახორციელებს.
შეგახსენებთ, ფშაველი – ომალოს დამაკავშირებელ გზაზე , ზვავი იმ დროს ჩამოწვა, როცა ადგილზე შპს “ენერგო გრუპის ” თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე , მათ შორის ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი გადაყვანილია საავადმყოფოში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება, დაკარგული მოქალაქის ძიება კი ამ დრომდე გრძელდება.