გურიაში სასურსათე პროდუქტის დარიგება აქტიურად მიმდინარეობს

გურიაში სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათე პროდუქტის დარიგება აქტიურად მიმდინარეობს.

სასურსათო დახმარება გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ და ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაარიგეს.

“საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და ფონდი ერთიანობის დახმარებით, პროდუქტები დავურიგეთ ჩოხატაურის სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს. რეგიონში მუნიციპალური ბიუჯეტით, ბიზნესსექტორისა და კერძო კომპანიების მონაწილეობით, დახმარება 3 000 – მდე ოჯახს გაეწია. მადლობას ვუხდი ყველას მოსახლეობის დახმარებისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ აღნიშნა, რამდენიმე ათეულ შეჭირვებულ ოჯახს სასურსათო პროდუქტები გადაეცა. ასევე, მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღის 630 აღსაზრდელისთვის დარიგდა სურსათი, ხოლო სოციალური დახმარება მუნიციპალიტეტში 1000 – ზე მეტმა ოჯახმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები