წალკაში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მერიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ორგანიზებით, წალკის მუნიციპალიტეტში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში საინფორმაციო კამპანია გრძელდება.  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათი ინცორფაციით, ადგილზე ხმის გამაძლიერებლებით აღჭურვილი სპეციალური მანქანები ადგილობრივებს აზერბაიჯანულ ენაზე მოუწოდებდნენ სახლში დარჩენისკენ, ტემპერატურის ქონის შემთხვევაში კი ექიმისთვის დროულად მიმართვისკენ.
პარალელურად, ამავე სოფლებში ჩატარდა თერმოსკრინინგი. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წალკის მუნიციპალიტეტში ჯერ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება, თერმოსკრინინგისთვის, ამ ეტაპზე, შერჩეულ იქნა რამდენიმე მრავალეთნიკური სოფელი, სადაც მუდმივად ხდება აზერბაიჯანელი და სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობის შემოდინება რისკის მქონე რეგიონებიდან.
თერმოსკრინინგის პარალელურად, მოსახლეობას ეძლევათ აუცილებელი რეკომენდაციები, რომელიც თითოეულმა უნდა გაითვალისწინოს, რათა ჯანდაცვის სამსახურმა უკეთესად მართოს ეპიდსიტუაცია.
ამჟამად, თერმოსკრინინგი 183 ადამიანს ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები