ოზურგეთში სასურსათე პაკეტები მოწყვლადი ჯგუფის 50 ოჯახს დაურიგდა

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, გურიის რეგიონში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება. ამჯერად, სასურსათე პაკეტები ოზურგეთში მოწყვლადი ჯგუფის 50 ოჯახს დაურიგდა.

სასურსათო პაკეტები გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ და ბიზნესმენმა, ბეგლარ სიორიძემ მარტოხელა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლში მიუტანეს.

„მინდა, სოციალურ აქტივობებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ბიზნესსექტორს, განსაკუთრებით, ამ პანდემიის დროს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ყველა იმ ოჯახის დახმარება, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს “, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

”როგორც იცით, მთავრობის მიერ ბიზნესსექტორისთვის დაწესდა საშეღავათო პერიოდი. ამის გათვალისწინებით და, ზოგადად, მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, საქველმოქმედო აქცია ჩაგვეტარებინა. მინდა, ასევე, გავაჟღერო ერთი ინიციატივის შესახებაც. როცა ეპიდემია დასრულდება, მოვუწოდებ ყველა ოზურგეთელ მეწარმეს, შევიკრიბოთ და შევქმნათ ოზურგეთის მეწარმეთა კავშირი. ეს გაერთიანება არა მხოლოდ პანდემიის პერიოდში, არამედ მისი დასრულების შემდეგაც იზრუნებს შეჭირვებული ოჯახების დახმარებაზე”, – განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები