სამეგრელო-ზემო სვანეთის საკარანტინე სივრცეს დღეს 68 ადამიანი ტოვებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საკარანტინო სივრცეს დღეს 68 ადამიანი დატოვებს. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის დირექტორმა, ნანა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, კარანტინში მყოფი 68 პირის ანალიზებიდან 65 პასუხი უარყოფითია, 3 პირის პასუხს კი ელოდებიან, რის შემდეგაც ისინი  საკარანტინე სივრცეს დატოვებენ.

ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, რეგიონში გუშინ 129 პირს  ტესტირება ჩაუტარდა, მათგან 111 პირის პასუხი ცნობილია. 109 უარყოფითია და 2 – დადებითი.
ინფიცირებული მოზარდები უკვე გადაიყვანეს თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში.

“დღეს 80-მდე ადამიანის ტესტირება იგეგმება, ესენი არიან პაციენტები ე.წ. ცხელების ცენტრებიდან, ასევე, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მედიკოსები”, – განაცხადა ნანა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები