6 დღეა, აჭარაში კორონავირუსის ახალი ფაქტი არ გამოვლენილა

უკანასკნელი 6 დღის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსრებულა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მიმდინარე კვირაში გამოჯანმრთელებული პაციენტების შემთხვევები მოიმატებს. ქობულეთის სოფლებთან დაკავშირებით კი, როგორც ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, მდგომარეობა სტაბილური და კონტროლირებადია. სოფლებში მცხოვრებლებს იზოლაციის პერიოდი ამოეწურათ.
ქობულეთის ტერიტორიაზე  16 პირი რჩება იზოლაციის რეჟიმში.
დღეის მონაცემებით, ბათუმის ცხელების კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი რჩება. დღის ბოლოს კი 27 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან.  ჯამურად, ტესტირება 5 500-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა, მათ შორისაა 1400-მდე სამედიცინო პერსონალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები