გორში უსახსროდ დარჩენილ 1000-მდე ოჯახს პროდუქტების პაკეტი გადაეცემა

გორის მუნიციპალიტეტში უსახსროდ დარჩენილ 1000-მდე ოჯახს პროდუქტების პაკეტი გადაეცემა.
მერიის მიერ შეძენილი პროდუქტის განაწილების პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილიც დაესწრო.
პროდუქტის განაწილების მესამე ეტაპზე 50 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტებში ბურღულეული, რძის ნაწარმი, ტკბილეული, კარტოფილი და ჰიგიენის საშუალებები, რასაც მერის წარმომადგენლები მიიტანენ დანიშნულების ადგილამდე.
დახმარება გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 150 000 ლარის ფარგლებში შეძენილი პროდუქტის ნაწილია, რომელიც გორის მერიამ მესამე ეტაპად დაურიგა კორონავირუსის გამო შემოსავლების გარეშე დარჩენილ ოჯახებსა და უკიდურესად შეჭირვებულ მოსახლეობას.
დღემდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გორის მერიის დახმარება 3000-მა ოჯახმა მიიღო. გარდა ამისა, გორის მერიის მეშვეობით, პერიოდულად გაიცემა ადგილობრივი ბიზნესმენებისა და “წითელი ჯვრის” შემოწირულობით მიღებული პროდუქტებიც.
დახმარების მისაღებად უსახსროდ დარჩენილმა ოჯახებმა უნდა მიმართონ მერის წარმომადგენლებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები