ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ტოვებს

ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკას დღეს კიდევ ერთი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული დატოვებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, კლინიკაში 9 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. კლინიკას, ჯამურად, 30 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

შეგახსენებთ, იმერეთში, ბოლო დღეების განმავლობაში, Covid 19- ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გაკეთებული 232 ტესტიდან ყველა უარყოფითია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები