სამეგრელოდან კორონავირუსით ინფიცირებული 2 მოზარდი თბილისში გადაიყვანეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი მოზარდი თბილისში,  ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიგვანეს. მოზარდები ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნებიან და ანაკლიის საკარანტინე სივრცეში იყვნენ განთავსებული.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ პაციენტებს რეგიონში კონტაქტი არავისთან ჰქონიათ, რადგან ისინი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში, ამ დროითვის, 139 პირია,
რაც შეეხება თვითიზოლაციას – რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 175 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში. თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო, ზედამხედველობა 889 მოქალაქეს მოეხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები