ლანჩხუთში შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შეჭირვებული მოსახლეობის დახმარებები გრძელდება.ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლანჩხუთის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, 200-მდე ოჯახს საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით ფონდი ,,წილოსანი” დაეხმარა.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ნინო წილოსანის ბიუროს ინფორმაციით, დახმარება იმ ადამიანებზე გაიცა, რომლებმაც ბოლო პერიოდში მიმართეს.

 “მაქსიმალურად ვცდილობთ, დახმარება გავუწიოთ იმ ოჯახებს, რომლებსაც ეს განსაკუთრებით სჭირდება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში უკვე 200-მდე შეჭირვებულ და რისკის ჯგუფის ქვეშ მყოფ ოჯახს დავეხმარეთ”, – განაცხადა ფონდის წარმომადგენელმა მაკა გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები