აბაშაში მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები დადგეს
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წყემსა და ქოლობანში, ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს, მიუსაფარი ძაღლებისთვის 10 სახლი განათავსეს.
როგორც „რეგიონულ კვირას“ აბაშის მერიაში განუცხადეს, ჯამში 20 სახლი გაკეთდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 900 ლარი გამოიყო, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 10 მათგანი განთავსდა.
ინიციატივის ავტორები, საკრებულოს წევრი ირაკლი ჭანტურია და აბაშის მერი ლევან მაკალათია არიან.
„აღსანიშნავია, რომ აბაშაში მიუსაფარ ძაღლებს შესაბამისი პირობების სახლები დაედგა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ კეთილ და მნიშვნელოვან საქმეში. მეც ამყი ვარ, რომ ეს საკითხი დავსვი საკრებულოს სხდომაზე და ასე სათანადოდ გაკეთდა. დღეს მოვინახულე, უზომოდ გამიხარდა“, – ამბობს ირაკლი ჭანტურია.
როგორც აბაშის მერიაში განმარტეს, დარჩენილი 10 სახლი ამ ეტაპზე რეზერვშია და საჭიროებისამებრ კონკრეტულ ლოკაციებზე განთავსდება.