დიოკნისის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს სასურსათო კალათები გადაეცა
ხულოში სოციალური აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მორიგი სოციალური კამპანიის ფარგლებში, შპს ,,ოლიმპი2012“-ის მხარდაჭერით, დიოკნისის ადმინისტრაციული ერთეულის შემავალ სოფლებში სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეებს სასურსათო კალათები გადაეცათ.
აქციაში ხულოს მერი – ვახტანგ ბერიძე, მერის მოადგილეები და შპს ,,ოლიმპი2012-ის” დირექტორი, მალხაზ გელაძე ჩაერთნენ.
ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, აჭარის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კერძო კომპანიების მხარდაჭერით, ხულოში მცხოვრებმა 3 000-მდე მოქალაქემ სასურსათო კალათა მიიღო.
სოციალური კამპანია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და ყველა ოჯახი, ვისაც დახმარება ესაჭიროება, სასურსათო კალათას მიიღებს.