დავით შერაზადიშვილი: შესაძლოა, რამდენიმე დღეში ქვემო ბოლნისი გაიხსნას
“ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა, ქვემო ბოლნისი გაიხსნას”, – ამის შესახებ ბოლნისის მერმა, დავით შერაზადიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბოლნისში 10 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 6 სოფელ მუშოვანში, 3 – გეტაში, ერთი კი – სავანეთში.
„რაც შეეხება გეტას – ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს. გამოვლენილი ინფიცირებულების კონტაქტები კარანტინში და, საჭიროების შემთხვევაში, სამკურნალო დაწესებულებებში იქნებიან“, – განაცხადა ბოლნისის მერმა.
ჯამურად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 118 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.