ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჭურვი აღმოაჩინეს – დაწყებულია გამოძიება
ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჭურვი აღმოაჩინეს.
როგორც ადგილობრივები “რეგიონულ კვირასთან“ ამბობენ, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში ანტისანიტარია იყო, რის გამოც მეზობლებმა მერიის შესაბამისი სამსახური გამოიძახეს. სანიტარული დასუფთავების სამსახურმა ბინიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა დაიწყეს, რა დროსაც საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს.
მეზობლების განმარტებით, მოქალაქე ნარჩენებს აგროვებდა. იგი საცხოვრებელ ბინაში მარტო ცხოვრობდა. ადგილობრივებს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.