ხობში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უსაფრთხოების ნორმების დასაცავად, ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს ბიზნესმენებმა –  გიორგი გვასალიამ და ირაკლი წულეისკირმა პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო აღჭურვილობა გადასცეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ცენტრისთვის თერმოსკრინინგის აპარატების, ხალათების, პირბადეების, სათვალეებისა და სადეზინფექციო საშუალებების გადაცემის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ და ქველმოქმედ ბიზნესმენებს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლუდუკ (ნუკრი) ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ედიშერ ჯობავა და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე – ბექა მამაცაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები