ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

დღეიდან სამშენებლო კომპანიებს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა, კომპანიებსა და ობიექტებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა მოუწევთ. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც განახლდა.  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მშენებარე ობიექტებზე ინსპექტირება განახორციელეს.

ინფრასტრუქტურული პროექტები გურიის გუბერნატორის მოადგილემ, აკაკი შენგელიამ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ დაათვალიერეს.

მშენებარე ობიექტებზე სრულად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და უსაფრთხოების წესები. გამოკრულია საინფორმაციო ბროშურები და ბანერები.

ამჟამად, მიმდინარეობს სოფელ შემოქმედის ეკლესიისკენ მიმავალი 616 მ. სიგრძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 592 210 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „გზამშენი 18“ ახორციელებს.

ამასთან, სრულდება 4 996 მ. სიგრძის სოფელ ბოხვაურის ცენტრის გავლით შემოქმედი-ცხემლისხიდის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. პროექტის ჯამური ღირებულება 1 596 996 ლარია. სამუშაოებს შპს „პალადა“ ასრულებს.

ასევე, მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე დასრულდება ყაზბეგის ქუჩისა და სოფელ მაკვანეთის დამაკავშირებელი 821 მ. სიგრძის გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომლის შემსრულებელია შპს „გზამშენი 18.“ სამუშაოების ღირებულება 1 004 017 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები