სოფელ სარალში ხალხმრავლობაა – ადგილობრივებს მარნეულის მერი ხვდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარალიში ხალხმრავლობაა. ადგილობრივები კომბოსტოს რეალიზების საკითხთან დაკავშირებით მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ადგილზე უკვე იმყოფება მარნეულის მერი, ზაურ დარგალი და მოსახლეობასთან პრობლემების გადასაჭრელად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ზაურ დარგალის განმარტებით, ქვემო სარალიდან უკვე 100 ტონა კომბოსტო გავიდა და მერიის მხრიდან მაქსიმუმი კეთდება, რომ მოსახლეობას არ შეექმნას სურსათის რეალიზების პრობლემა.

„ვიცით, რომ კომბოსტოს მიმართულებით ქვემო სარალიდან უკვე 100 ტონა კომბოსტო არის გასული. მინდა გითხრათ, რომ ბოლო სამ დღეში 60 ტონა კომბოსტო გავიდა სოფლიდან. დღესაც, კერძო დისტრიბუტორების მეშვეობით, ჩვენი ვარაუდით, 10–16 ტონა კომბოსტო გადის მარნეულიდან და უმეტესად ამ სოფლიდან. ყოველდღიურად რაოდენობა იზრდება და, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას, როგორც აქამდე ვეხმარებოდით”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები