მარიამ ქვრივიშვილმა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლვარებთან ერთად, საქართველოსა და მსოფლიოს ტურისტული ინდუსტრიაში COVID-19-ით შექმნილ გამოწვევებზე ისაუბრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ონლაინდისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც “კვირას” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, „განვითარებისა დადემოკრატიის ცენტრი” (CDD) 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ციფრული რეზიდენტურის პროგრამას (E-Residency Program Georgia) მასპინძლობს.
აშშ-ის ერთ-ერთი უძველესი და გავლენიანი კვლევითი უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის სკოლის 2020 წლის Global Perspective Residency პროგრამა, სრულად საქართველოს დაეთმო და ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩატარდა.
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პანელური დისკუსიის ფარგლებში, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტები და მსოფლიო დონის მკვლვარები მონაწილეობდნენ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა, სადაც დეტალურად იყო საუბარი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.
ონლაინდისკუსიაში საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად გამოყენების პროექტითა და COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოში გატარებული პრევენციული ზომების გატარებით დაინტერესდნენ.
„საქართველოს, როგორც ტურისტულ მიმართულებას, უკვე აქვს ერთი უნიკალური და ვფიქრობ, საუკეთესო კონკურენტუნარიანი უპირატესობა, ეს საკარანტინო სივრცეებია. თითქმის 2 თვე გავიდა საკარანტინე სივრცეების შექმნიდან, ჯამურად, ჩვენ ვსაუბრობთ 20 ათასამდე ადამიანზე, რომელმაც 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი უკვე გაიარა. ეს მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მიერ აღსრულდა. მოქალაქეები არამხოლოდ განთავსებულები იყვნენ სასტუმროებში, არამედ სასტუმროების მხრიდან მათ ყველა აუცილებელი სერვისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებით მიეწოდებოდათ. ვფიქრობ, ამ პროექტის ღირებულება ვირუსის გავრცელების შეკავების გარდა, არის ტურისტული ინდუსტრიის დახმარება და იმის ჩვენება მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ყველაზე სამაგალითო ტურისტული მიმართულებაა, რომელმაც პირველმა უკვე პრაქტიკაში მიიღო გამოცდილება და დაიცვა ყველა ის სტანდარტი, რომელთა განხორციელებაზეც სხვა ტურისტული მიმართულებები ახლა ფიქრობენ. ჩვენ მყარად ვართ დარწმუნებულები, რომ საქართველო გააგრძელებს პოზიციონირებას, როგორც მსოფლიოში უსაფრთხო ტურისტულიმიმართულება”, -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ონლაინკონფერენციისმონაწილეებთან უსაფრთხო ტურისტული დერეფნების თემაზეც ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს ქვეყნებს შორის შეთანხმება უსაფრთხო დერეფნების არსებობაზე. ეს საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას, შემომყვანი და გამყვანი ტურიზმის კუთხით უსაფრთხოდ ორმხრივად განავითარონ ინდუსტრია. ჩვენ გვექნება ძალიან მკაცრი რეგულაციები ყველა საზღვარზე, აეროპორტში, ეს განხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის და მოგზაურების უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებს საქართველოს მთავრობის მიერ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ადამიანების დახმარების პაკეტის შესახებაც ესაუბრა.
“საქართველოს მთავრობისთვის ყველაზე პრიორიტეტულია და უკვე დაიდო შეთავაზების პაკეტი, თუმცა დღეს ის უკვე არის გადახედვის რეჟიმში. მიმდინარეობს პირდაპირი დიალოგი კერძო სექტორთან და მუშაობა მოკლე ვადაში გვქონდეს ყველა პროფესიაზე მორგებული დახმარების პაკეტი სასტუმროების, სარესტორნო ბიზნესის, გიდების, ტურისტული და სატრანსპორტო კომპანიებისთვის და ა.შ. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი კერძო სექტორი ნიშნავს ძლიერ ტურიზმის ინდუსტრიას. ამიტომაც დავაინიცირეთ კერძო სექტორთან პირდაპირი დიალოგი”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
პანელური დისკუსიები ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებისა და მაღალი რანგის საჯარო და სამოქალაქო სფეროს წარმომადგენელი ქართველი სპიკერებისა და ექსპერტების მონაწილეობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ჩატარდა. პროექტის მხარდამჭერები არიან ფონდი “პროდემოსი” და “სექტორი 3”.