თელავში შეჭირვებული მოსახლეობისათვის სასურსათო კალათების დარიგება გრძელდება

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეჭირვებული მოსახლეობისათვის სასურსათო კალათების დარიგება გრძელდება.

როგორც “რეგიონულ კვირას” თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მერმა – შოთა ნარეკლიშვილმა სოფელ ქვემო ხოდაშენში სასურსათო კალათი ერთ-ერთ ადგილობრივს პირადად გადასცა.

მათივე ცნობით, მერი, ასევე, დაინტერესდა, რამდენად იცავს მოსახლეობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემულ რეკომენდაციებს.

“ამ დროისთვის, მერიამ სხვადასხვა სოციალური კატეგორიისა და საჭიროების მქონე ოჯახებს უკვე 3 ათასზე მეტი სასურსათო პაკეტი გადასცა. უახლოეს დღეებში დაიწყება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სასურსათო კალათების გადაცემის მეორე ეტაპი. არამალფუჭებადი პროდუქტების კალათს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 3 146 აღსაზრდელი მიიღებს. თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგიც. შემოწმება უკვე 5 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა, თუმცა საეჭვო სიმპტომები არცერთ მათგანს   გამოუვლინდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები