საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შპს „ელ+“-სგან ქართული წარმოების 300 ცეცხლმაქრი გადაეცა (ფოტოკოლაჟი)
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შპს „ელ+“-სგან საჩუქრად 300 ერთეული ქართული წარმოების, 6-კგ-იანი ცეცხლმაქრი გადაეცა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცეცხლმაქრები მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ევროპული სტანდარტების შესაბამისად მზადდება.
„ცეცხლმაქრების გადაცემის ღონისძიება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაიმართა. კომპანია „ელ+’’ის წარმომადგენლებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, დავით სუხიშვილი შეხვდენ და საქართველოში წარმოებული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
„ელ+“ ევრო ნორმებისა და სტანდარტების სრული დაცვით აწარმოებს სხვადასხვა ტიპის სახანძრო ინვენტარს, მათ შორის: ცეცხლმაქრებს, სახანძრო კარს, სახანძრო კარადებსა და ა.შ. კომპანიის ქარხანა პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.